ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტერ სიიარტო მარკო რუბიოს შეხვდა

პიტერ სიიარტო მარკო რუბიოს შეხვდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე პიტერ სიიარტო და მარკო რუბიო შეთანხმდნენ, რომ „ამ რთულ პერიოდში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს“.
„ახლა, როგორც არასდროს, პატრიოტული ძალები უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად!“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
კოვაჩი წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ასევე, ღრმა შეშფოთება გამოხატა პატრიოტულ მთავრობებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, ზოგჯერ მხოლოდ ეროვნულ არჩევნებში გამარჯვების გამო“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.