ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა

დონალდ ტრამპი - ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა

ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრანსპორტის მდივანი, შონ დაფი ილონ მაკს სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესახებ დაუპირისპირდნენ. როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) კვლავ მხარს უჭერს, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან თავად დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.