ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირობას გაძლევთ, ჩვენ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში – გიორგი ვაშაძე

პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ევროპული სტანდარტების დასაახლოებლად ფინანსებს ევროპული და ამერიკული ფონდიდან მოიზიდავენ.
„მე გეუბნებით, რომ ჩვენი გუნდი 14 მილიარდ ევროს მოიტანს შემდგომი 6 წლის განმავლობაში. ეს იქნება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება, რომ დავეწიოთ ევროკავშირის განვითარების სტანდარტს. პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში. აქ გათვალისწინებულია: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება; წარმოების განვითარება საქართველოში; განათლების სისტემის მაქსიმალური მხარდაჭერა პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის ევროპული სტანდარტის განათლების სისტემის შექმნა; ჯანდაცვის მიმართულება; ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური განვითარება; ინფრასტრუქტურა და ახალი, მეგა პროექტების განხორციელება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა მმართველ პარტიაზეც და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა შეძლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.