ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ყველას უნდა, რომ საქართველომ ჭაობი დატოვოს უკან და წავიდეს წინ, მომავლისკენ - ეს გუნდი ვართ ჩვენ, მიშა სააკაშვილთან ერთად, ეს გუნდი ეიმედება საქართველოს

ყველას უნდა, რომ საქართველომ ჭაობი დატოვოს უკან და წავიდეს წინ, მომავლისკენ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ მოქალაქეებს შუამთობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ყველას ველას უნდა ერთიანობა, ყველას უნდა განვითარება.
“შუამთობას ვულოცავ ადგილობრივებს, აჭარას, მთლიანად საქართველოს. ძალიან მაგარი დღესასწაულია და უფრო მაგარია განწყობა. აი, ვისაც ვხდებით, ყველა მოწადინებულია ცვლილებებისთვის. ყველას უნდა, რომ საქართველომ ჭაობი დატოვოს უკან და წავიდეს წინ, მომავლისკენ. ყველას უნდა ერთიანობა, ყველას უნდა განვითარება.
ყველას უნდა ის ფინანსური რესურსი, რომელიც სამუშაო ადგილებს მოგვცემს.
ეს გუნდი ვართ ჩვენ და მიშა სააკაშვილთან ერთად, ეს გუნდი ეიმედება საქართველოს დღეს.
პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არც სამუშაო ადგილის პრობლემა იქნება, ემიგრანტებიც დაბრუნდებიან, შობადობაც გაიზრდება.
ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ დემოგრაფიას.
რაც მთავარია ასეთ დღესასწაულებზე უფრო და უფრო ბედნიერები მოვალთ ყველა, რადგან ვიცხოვრებთ ნორმალურ, ცივილურ, ბედნიერ საქართველოში",- გიორგი ვაშაძე

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.