ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველ ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვიპროსს 16 ქულით ამარცხებს

პირველ ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვიპროსს 16 ქულით ამარცხებს

ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ისრაელს ლიმასოლში ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ 42:26 ამარცხებს.
ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2.
მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად აგრძელებდნენ პერიმეტრიდან შეტევას, თუმცა ამჯერად მიზანს გაცილებით მეტმა უწია, ნასროლი 10-დან 7 ჩავარდა, ტაიმი კი 16 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია გახლდათ, კაპიტანმა 18 ქულა (4/4 სამქულიანი), 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გოგა ბითაძემ 10 ქულა (3/5 სამქულიანი), 5 მხოსნა და 2 დაფარება მიითვალა.
წინ მეორე ტაიმია...
· Giga ფარქვეშ ვერ შედიან და ვერ აგდებენ,სამ ქულიანები მიგვდის თორე წავაგებდით..ესეთ არაპროფესიონალურ კალსთბურთს სრცერთი გუნდი არ აჩვენებს..კვიპროსელები უფრო შედიან ფსრწვეშ ვიდრე ჩვენები..
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.