ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ბულგარეთს 2:0 ამარცხებს.
ჩვენი გუნდის დისკვალიფიცირებულმა მწვრთნელმა სანიოლმა თურქეთთან წაგების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში კაშიას და წიტაიშვილის ნაცვლად აზაროვი და გაგნიძე დააყენა და „ჯვაროსნებს“ კვარაცხელიამ უკაპიტნა.
დებიუტში უფრო აქტიური სტუმრები იყვნენ, რომლებმაც პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან დიმიტროვის თავური მამადაშვილმა მოიგერია. ამას მასპინძელთა შეტევები მოჰყვა და კაკაბაძის დარტყმული ბურთი მეკარე ვუცოვმა მოიგერია. უკვე დასაწყისში მიიღეს ყვითელი ბარათები მექვაბიშვილმა და ლოჩოშვილმა. შემდეგ კვარაცხელიამ უშედეგოდ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. მოწინააღმდეგე დაცვაში ჩადგა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. 30-ე წუთზე ხვიჩამ მცველის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. ქართველი ფეხბურთელების უპირატესობა უკვე აშკარა იყო, ბულგარელებზე ზეწოლას აძლიერებდნენ და ლოგიკური მეორე გოლიც გავიტანეთ - დავითაშვილმა გაგნიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.
საქართველო - ბულგარეთი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 გაგნიძე (44)
საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.