პირველი ივლისიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება

პირველი ივლისიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება. განათლების მინისტრმა დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკის შეთავაზება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რადგან პედაგოგის ანაზღაურების მსგავსი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.
მინისტრი ასევე ამბობს, რომ მიუღებელიასხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხზე ჩრდილის მიყენებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი