პედაგოგების ხელფასი იზრდება – 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ანაზღაურება სულ მცირე, 500 ლარით მეტი იქნება

ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მასწავლებლებს ინფორმაცია უკვე აქვთ. 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, სულ მცირე, 500 ლარით გაიზრდება.
ის, რომ გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, დღეს განათლების მინისტრმა ისაუბრა. გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ პედაგოგების ანაზღაურების მსგავსი ზრდა, ბოლო წლების განმავლობაში არ მომხდარა. მინისტრი, ასევე საუბრობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან დეზინფორმაციულ, მიზანმიმართულ კამპანიაზე. ამილახვარი ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან, სპეციალურად დასახელდა ხელფასების ზრდის არასწორი თარიღი.
პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, უკვე გაწერილია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში. ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიას, დეპუტატები კენჭს დეკემბერში უყრიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2024 წელს, განათლების სამინისტროსთვის დამატებით ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყოფა, საიდანაც 160 მილიონი მასწავლებელთა ხელფასების ზრდას მოხმარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს