არქივი14 იანვარი, 2024, 22:56
დანიას ახალი მეფე ჰყავს - დედოფალმა მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა
დანიის დედოფალმა, მარგრეტ II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა და დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა.
მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. მას მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან გამოაცხადებენ.
83 წლის დედოფალი დანიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მონარქია. ის ტახტს 1972 წლიდან, მამამისის, მეფე ფრედერიკ IX-ის გარდაცვალებიდან იკავებს.
დანიას მხოლოდ ახალი მეფე არ ეყოლება, მისი ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.