ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პირადად, მე, როგორც ერთი ლექტორი, მტკიცებით ვიტყვი, რომ მიმდინარე პროცესი – ეს არ არის ვიწრო პოლიტიკური პროცესი“ – არჩილ გამზარდია

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო ზეწოლას ახდენს უნივერსიტეტებზე, რათა უნივერსიტეტებმა დაგმონ სტუდენტების გაფიცვა და ლექტორების მხარდაჭერა.
ზოგადად, უნივერსიტეტები ითვლება აპოლიტიკურ უწყებად და შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს ამ ფაქტორით ზეწოლას.
პირადად, მე, როგორც ერთი ლექტორი, ერთი მასწავლებელი 18 წლიანი პედაგოგიური საქმიანობით, როგორც ჟურნალისტი, როგორც პოლიტოლოგი, მტკიცებით ვიტყვი, რომ მიმდინარე პროცესი – ეს არ არის ვიწრო პოლიტიკური პროცესი, ხელისუფლების ქმედებებმა პოლიტიკური პროცესი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების და თვითგადარჩენის პროცესად აქცია.
უმაღლესი სასწავლებლების ფუნქციაა სახელმწიფოს მსახურება.
შესაბამისად, პროცესი არ დგას პოლიტიკის ვიწრო გაგების ჩარჩოებში, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესი, ჩვენ, ლექტორები, პროფესორ-მასწავლებლები, ვალდებულები ვართ მხარი დავუჭიროთ, გავამაგროთ ჩვენი სტუდენტები სახელმწიფოებრივი და არავიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის ბრძოლაში.
განათლების სამინისტროს, მინისტრს, ადმინისტრაციას, თანამშრომლებს კუ მოვუწოდებ, გამოვიდნენ ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებიდან და მხარი დაუჭირონ სტუდენტი-ახალგაზრდების სახელმწიფოებრივ ბრძოლას ერისა და ქვეყნის გადასარჩენად.
კიდევ ერთხელ ვიტყვი – უნივერსიტეტები პოლიტიკურად ნეიტრალურები რჩებიან, რადგან საქმე გვაქვს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ საკითხთან და არა პოლიტიკის ვიწრო გაგებასთან.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.