ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის

საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შუა დერეფნის გლობალური პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორია.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და საქართველო, მიუხედავად ამ თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობისა, მაინც გააგრძელებს პეკინთან პარტნიორობას.
„ყველა ქვეყანა ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით ცდილობს ჩინეთთან ჰქონდეს ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯანსაღი ურთიერთობის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის სახით. არადა, ჩვენი ქვეყანა რეგიონული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გზაჯვარედინიც და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.