არქივი29 სექტემბერი, 2025, 13:55
პეტერ ფიშერი - მადლობა ყველას, ვინც გუშინ თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ - საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა, გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ

დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოშიო გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გმადლობთ უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში ჩვენი წვლილის აღიარებისთვის. საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა. გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ“, - წერს გერმანელი დიპლომატი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.