ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოჩა მირცხულავა: უდიდესი მადლობა 300 დღის შემოქმედებს. უკლებლივ ყველას - მათ, ვისაც ერთი დღეც არ გაუცდენია და ვინც თუნდაც 1 საათით ისუნთქა თავისუფლების ჟინით აღვსილ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად

გოჩა მირცხულავა: უდიდესი მადლობა 300 დღის შემოქმედებს. უკლებლივ ყველას - მათ, ვისაც ერთი დღეც არ გაუცდენია და ვინც თუნდაც 1 საათით ისუნთქა თავისუფლების ჟინით აღვსილ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
უდიდესი მადლობა 300 დღის შემოქმედებს. უკლებლივ ყველას - მათ, ვისაც ერთი დღეც არ გაუცდენია და ვინც თუნდაც 1 საათით ისუნთქა თავისუფლების ჟინით აღვსილ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად.
მადლობა თქვენ ყველას, რადგან თუ რამე არის ქართველის გაუტეხელი სულის სიმტკიცის მაგალითი, ეს თქვენ ხართ.
ჩემთვის არასოდეს არსებობდა პარადიგმა, რომ გმირი მხოლოდ შეწირულია და ზეციურ საქართველოშია აბრძანებული.
გმირები ხართ თქვენ! და იმედია არ გეწყინებათ თუ ვიტყვი, რომ გმირები არიან ჩვენი სინდისის პატიმრები. მადლობა მათ, რადგან ისინი უდიდესი მოტივატორები იყვნენ ამ 300 დღის. მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების გაზრდისთვის.
და ბოლოს, მადლობა ყველას ვისაც სჯერა, რომ ჩვენ წოდებულ ვართ გამარჯვებისთვის და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ამ გამარჯვების რწმენაა სწორედ ეს 300 დღე.
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე - დიდებულო მოქალაქეებო!
გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.