პესკოვი ნავალნის გასვენებაზე: ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად

“ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად,” – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ნავალნის გასვენებას, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი.

პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ნავალნის, როგორც პოლიტიკური პირის შეფასებას “ვერ გააკეთებს”.

ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ კომენტარს. შეგახსენებთ, რომ არსებობს კანონები, რომლებიც უნდა აღსრულდეს. ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად. შესაბამისად, ისინი, ვინც მიიღებენ (ამ შეკრებებში) მონაწილეობას კანონის წინაშე აგებენ პასუხს,” – ამბობს პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ