ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსოვნას ასობით ადამიანმა პატივი ტაშით და შეძახილებით მიაგო

მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მოქალაქეები გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან.
ტაძართან მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. გარდაცვლილ პოლიტიკოსს ასობით ადამიანი ტაშით და შეძახილებით „ნავალნი!“ დახვდა.
ნავალნის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.
დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან უცხოელი დიპლომატებიც, მათ შორის საფრანგეთის ელჩი რუსეთში პიერ ლევი და აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი.
ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.