პესკოვი: კიევისთვის დახმარების გასამართლებლად, ევროკავშირი რუსეთისგან მტერს ძერწავს

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო კრიზისის ფონზე ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი თანხაა, ამიტომ კვლავაც მტრად არის წარმოჩენილი.

„მათ {ევროკავშირი} უნდათ რუსეთისგან მტრის იმიჯი გამოძერწონ, კიევისთვის დახმარების გასამართლებლად“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.

კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.

„ეს იძლევა გარანტიას, უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდასაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)