პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაინტერესებული პირებისთვის ახალ კანონთან დაკავშირებით ტრენინგების კურსი დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაინტერესებული პირებისთვის მონაცემთა დამუშავების საკითხებზე ტრენინგების კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგის მონაწილეები კურსის განმავლობაში მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონმდებლობის, მოქალაქის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
„მსმენელები დაეუფლებიან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ძირითად დებულებებს, გაეცნობიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის სუბიექტებსა და დარგობრივ ტერმინოლოგიას.
კურსი გამიზნულია კერძო და საჯარო სექტორების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და სხვა მონაცემთა დამმუშავებლებისთვის. მისი მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის შესახებ არსებული კონცეფციებისა და თეორიების, ეროვნული საკანონმდებლო მოწესრიგების შესახებ საბაზისო ცოდნის შექმნა.
სასწავლო კურსის შედეგად, მსმენელი მიიღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალთან დაკავშირებულ საბაზისო ინფორმაციას და გაეცნობა შესაბამის საკანონმდებლო წყაროებს, შეძლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან კაზუისტური შემთხვევების ფაქტობრივ გარემოებათა იდენტიფიცირებას, შეფასებასა და გადაწყვეტას.
კურსის დასრულების შემდგომ, მსმენელი მიიღებს ცნობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ზოგადი სასწავლო კურსის მოსმენის შესახებ.
ორდღიანი ტრენინგ კურსები ყოველკვირეულად, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს სამსახურის ოფისში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო