არქივი29 იანვარი, 2024, 15:30
იტალიის მარეგულირებელი ChatGPT-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
მონაცემთა დაცვის იტალიურმა მარეგულირებელმა (Garante Per La Protezione Dei Dati Personali) შეიტანა საჩივარი ამერიკული კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ ევროპული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გამო. ამის შესახებ MarketWatch სამეთვალყურეო ორგანოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოძიების შემდეგ, რომელიც გასული წლის მარტში დაიწყო, მარეგულირებელმა დაასკვნა, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული ChatGPT ჩატბოტი შესაძლოა არღვევდეს ევროკავშირის კანონმდებლობას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, აღნიშნავს MarketWatch.
2023 წელს იტალიის საზედამხედველო ორგანომ ChatGPT დროებით აკრძალა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.