პერმში 64 წლის ქალმა საარჩევნო უბანზე პეტარდა მიიტანა და საპირფარეშოში ააფეთქა
თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ქალი ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა. ტელეგრამის არხის ცნობით, ელენას ხელში ეჭირა პაკეტი, რომელიც საარჩევნო უბნის დაცვამ ყურადღებით შეამოწმა, მაგრამ აკრძალული ვერაფერი დაინახა. ზუსტად უცნობია, თუ როგორ მოახერხა ქალმა შენობაში ფეიერვერკის შეტანა. აფეთქების შემდეგ შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თავად 64 წლის ქალი, კი რომელსაც Baza-ს ცნობით აფეთქებამ ხელი მოაგლიჯა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
· რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმვალობაში იმართება - 2024 წლის 15-დან 17 მარტამდე. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები რუსეთში არჩევნებს არათავისუფალ და უსამართლო არჩევნებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ერევა საარჩევნო პროცესში, უქმნის უპირატესობას სახელისუფლებო კანდიდატებს და ზოგ შემთხვევაში არჩევნები პირდაპირ ყალბდება.
· არჩევნების შედეგები 18 მარტს გახდება ცნობილი. მაგრამ რუსების ძალისხმევის მიუხედავად, მთავარი ინტრიგა მხოლოდ ისაა, თუ რამდენ პროცენტს დაუწერენ ვლადიმირ პუტინს და ვინ დაიკავებს მეორე ადგილს კრემლის ლოიალურ კანდიდატებს შორის.
დაწერეთ კომენტარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.