ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში რამდენიმე საარჩევნო ურნა მოლოტოვის კოქტეილებით და ბრილიანტის მწვანით დააზიანეს

რუსეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დღე მიმდინარეობს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა მოლოტოვის კოქტეილებითა და ბრილიანტის მწვანეთი ურნები დააზიანეს.
მოსკოვში უცნობმა ახალგაზრდა ქალმა ბრილიანტის მწვანე ჩაასხა საარჩევნო ურნაში. როგორც რუსული მედიები წერენ ქალი "პროუკრაინულ ლოზუნგებს ყვიროდა". ახალგაზრდა ადგილზე დააკავეს, მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი შემთხვევები მოხდა სიმფეროპოლში და ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკში.
მოგვიანებით, ისევ მოსკოვში, სხვა საარჩევნო უბანში ქალმა ხმის მისაცემ ჯიხურს ცეცხლი წაუკიდა. მასაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადგილობრივი მედიების ცნობით სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს.
რამდენიმე დაკავებულმა ურნების დაზიანების პროცესი საკუთარი მობილურით გადაიღო. პროსამთავრობო რუსული მედიების ცნობით, ისინი სავარაუდოდ ან უკრაინული სპეცსამსახურების ან თაღლითების მითითებით მოქმედებდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.