არქივი5 აპრილი 2026, 12:10
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
გუშინ, 4 აპრილს, ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" 4:0 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვება "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელისთვის, პეპ გვარდიოლასთვის პირადსარეკორდო აღმოჩნდა.
გვარდიოლამ "ლივერპულის" დამარცხება ზედიზედ სამჯერ სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოახერხა.
"მანჩესტერ სიტი" მორიგ მატჩს 12 აპრილს, პრემიერლიგაში, "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.