პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა

„ლივერპულთან“ მოგებულ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში (2:0), პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა. მან ტურნირის პლეი-ოფში ზედიზედ 4 შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამ მაჩვენებლით პარიზული გუნდის რეკორდსმენი გახდა. Opta Sports-ის ცნობით, ყველა გუნდიდან ბოლოს ასეთი შედეგი 2021/2022-ის სეზონში კარიმ ბენზემამ დააფიქსირა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე კვარაცხელიას ანგარიშზე 12 დაპირისპირებაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მan CANAL+ს მცირე ინტერვიუ მისცა.
- მხოლოდ ორი გოლი იკმარეთ...
- ვფიქრობ, მეტის გატანის შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ მგონია, ეს ნორმალურია. კარგი მატჩი ჩავატარეთ, „ენფილდზე“ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ვიცით, იქ ძალიან მძიმე თამაში იქნება. მზად ვართ და მომზადებას დღეიდანვე დავიწყებთ.
- თქვენს მეგობარს, მამარდაშვილს გაუტანეთ. ეს უფრო რთული იყო?
- პირველ ტაიმში წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.