ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პენტაგონი იაპონიასა და ავსტრალიას მოუწოდებს, განმარტონ, რა როლს შეასრულებენ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტაივანის გამო ომის დაწყების შემთხვევაში - FT

პენტაგონი იაპონიასა და ავსტრალიას მოუწოდებს, განმარტონ, რა როლს შეასრულებენ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტაივანის გამო ომის დაწყების შემთხვევაში - FT

პენტაგონი იაპონიასა და ავსტრალიას მოუწოდებს, განმარტონ, რა როლს შეასრულებენ ისინი, თუ აშშ და ჩინეთი ტაივანის გამო ომს დაიწყებენ, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
გამოცემა ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ეს საკითხი ორივე ქვეყნის თავდაცვის წარმომადგენლებთან ბოლოს გამართული მოლაპარაკებების დროს დააყენა.
„მოთხოვნამ როგორც იაპონია, ასევე ავსტრალია გააოცა“, – აღნიშნულია მოხსენებაში, რომლის ამონარიდებსაც „ფაინენშალ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რთულია ტაივანის საგანგებო სიტუაციის“ ჰიპოთეტურ კითხვაზე პასუხის გაცემა“. მათივე თქმით, ნებისმიერი რეაგირება „განხორციელდება ინდივიდუალურად და კონკრეტულ საფუძველზე, კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის, შიდა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად“.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.