ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალია წინასწარ არ აიღებს ვალდებულებას, რომ ტაივანის გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის ომის შემთხვევაში, აშშ-თან ერთად იბრძოლებს

ავსტრალია წინასწარ არ აიღებს ვალდებულებას, რომ ტაივანის გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის ომის შემთხვევაში, აშშ-თან ერთად იბრძოლებს

ავსტრალია წინასწარ არ აიღებს ვალდებულებას, რომ ტაივანის გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის ომის შემთხვევაში, აშშ-თან ერთად იბრძოლებს.
აღნიშნულის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის ინდუსტრიის მინისტრი პატ კონროი აცხადებს.
ეს განცხადება იყო პასუხი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, პენტაგონი ავსტრალიისგან ითხოვს საკუთარი როლის განსაზღვრას იმ შემთხვევაში, თუ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტაივანის გამო ომი დაიწყება.
კონროიმ აღნიშნა, რომ ავსტრალია პრიორიტეტს ანიჭებს საკუთარ სუვერენიტეტს და „ჰიპოთეტურ სიტუაციებზე არ მსჯელობს“.
„ავსტრალიელი ჯარისკაცების რაიმე კონფლიქტში გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს მიმდინარე მთავრობა, არა წინასწარ, არამედ კონკრეტულად იმ მომენტში“, – განაცხადა კონროიმ.
შეგახსენებთ, გუშინ „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი იაპონიასა და ავსტრალიას მოუწოდებს, განმარტონ, რა როლს შეასრულებენ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტაივანის გამო ომის დაწყების შემთხვევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.