არქივი20 თებერვალი, 2025, 15:56
პედრო სანჩესი - ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ორშაბათს უკრაინაში ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სანჩესი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
მისი განმარტებით, ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ესპანეთის მხარდაჭერას უკრაინის და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.
„ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას“, - წერს სანჩესი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.