ანტონიო კოსტა – ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავალ კიევში, რათა დავადასტუროთ მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და ზელენსკის მიმართ

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები 24 თებერვალს კიევს ეწვევიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გადავწყვიტე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ“, – წერს ანტონიო კოსტა X-ზე.
ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 24 თებერვალს კიევს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესიც ეწვევა.
„ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას“, – დაწერა სანჩესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ხელისუფლება მხარს უჭერდა მეუფე შიოს, ეს ცხადზე ცხადია, ის ჩარეული იყო და არის – ეს დავინახეთ და მაქვს ეჭვი, დავინახავთ ისტორიული სინოდის დაწყებამდეც, სადაც უნდა გამოირჩიონ პატრიარქი

მეუფე სტეფანე – ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო? შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ფაქტი არ არსებობს, რომ რუსეთი შეიძლება რაღაცას გვაიძულებდეს – არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა