ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პედაგოგი, რომელიც განათლების სამინისტროსთან შიმშილობდა ღამით კლინიკაში გადაიყვანეს

მასწავლებლების პროტესტი გაგეძლება. განათლების სამინისტროსთან სამი დღის განმავლობაში შიმშილობის შემდეგ პედაგოგი მაია ეკალაძე წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
"აქ ხომ არაა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ლაპარაკი, აქ უბრალოდ ადამიანური, ვერ ვაბამ პასუხებს თავს, რომ გითხრათ ზუსტად რაც ხდება, აქ ადამიანობაზე აიღეს უბრალოდ ადამიანებმა ხელი და პრეტენზია აქვთ, რომ განათლებას მართავენ", - თქვა ეკალაძემ.
შეგახსენებთ პედაგოგების მოთხოვნა დირექტორის არჩევის წესის ცვლილება და სახელფასო ანაზღაურების გაზრდაა.
ცნობისთვის, მაია ეკალაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმა, შიმშილობა, 4 დეკემბრიდან დაიწყო. მასთან ერთად სამინისტროსთან ღამეს ათენებს მასწავლებელი დავით ფერაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.