ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პატრიარქი: საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა - გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი

პატრიარქი: საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა - გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი

"ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების 47 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხდა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ ეპარქიები გაიხსნა, რადგან იქ ქართველები ცხოვრობენ. პატრიარქის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გაგრძელდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებას. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.