ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ხალხს უნდა დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრება, "ქართული ოცნება" ამბობს: არა, მიტაცებული უნდა იყოს რეჟიმი, სადაც ივანიშვილს ადიდებენ - გერმანია იმაში გვიჭერს მხარს, რომ დამოუკიდებელი საქართველო ავაშენოთ

გიორგი ვაშაძე - ხალხს უნდა დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრება, "ქართული ოცნება" ამბობს: არა, მიტაცებული უნდა იყოს რეჟიმი, სადაც ივანიშვილს ადიდებენ - გერმანია იმაში გვიჭერს მხარს, რომ დამოუკიდებელი საქართველო ავაშენოთ

გერმანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი აქტიური არასდროს ყოფილა , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხაილ როთთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გერმანია საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებაში დაეხმარება.
"ქართველი ხალხის ბრძოლას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან და გერმანია იქცა საქართველოს მთავარ პარტნიორად სწორედ ამ ყველაზე ძნელ პროცესში, როდესაც დემოკრატია ხელყოფილია.
ხალხს უნდა დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრება, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ არა, აქ მიტაცებული უნდა იყოს რეჟიმი, სადაც ივანიშვილს ადიდებენ და ხალხს არანაირი ადგილი არ დაეთმობა.
გერმანია სწორედ იმაში გვიჭერს მხარს, რომ დამოუკიდებელი საქართველო ავაშენოთ.
ღიად ვამბობ, გერმანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი აქტიური არასდროს ყოფილა ", - განაცხადა ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.