პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში

პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში
როდესაც ციხეებში შევედით, აღმოვაჩინეთ ასეთი ვითარება, რომ პატიმრების უმრავლესობა, პრაქტიკულად ყველა, იყო ნაწამები. იყო „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, რაღაც ეტაპზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა შეუძლებელი ხდებოდა და შეუძლებელი იყო ციხეებში ვითარების დასტაბილურება, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში, აბსოლუტურად უკონტროლო,-განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა .
სოზარ სუბარის განცხადებით, საკმაოდ დიდი დრო და მუშაობა დასჭირდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების შემცირებას ციხეებში, რასაც თავის მხრივ წამლებზე დამოკიდებული პატიმრების უკმაყოფილებაც ართულებდა.
„იყვნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ათეულ აბს იღებდნენ დღის განმავლობაში და ამის შემდეგ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ უკანონო განაჩენების გადახედვის, ნაწამები ადამიანების რეაბილიტაციის გვერდით იყო როგორ შეგვემცირებინა ფსიქოტროპული წამლების მოხმარება, როგორ ჩამოგვეყვანა ეს დოზა და ეს ჩემი მინისტრობის შემდეგაც გრძელდებოდა, ძალიან ბევრი წელი დასჭირდა სანამ ეს შევამცირეთ და ერთ-ერთი სერიოზული უკმაყოფილება იყო ხოლმე სწორედ, რომ, როდესაც პატიმრებს ვეუბნებოდით, რომ იცით რა, ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ამის მართვა, ნელ-ნელა შევამციროთ. უკვე იმდენად იყვნენ შეჩვეულები ვეღარ წარმოედგინათ არსებობა ამის გარეშე, ეს იწვევდა გარკვეულ დამატებით ხმაურს ციხეებში, რომ ამის შემცირებას ვცდილობდით. ესეც მე ვფიქრობ, ერთ-ერთი სურათია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს კარგად ახასიათებს და შეიძლება რაღაც ასახვა ამ მომენტმაც პოვოს დასკვნაში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
Next: დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით