ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ უერთდება „ქართულ ქარტიას“.
„ქარტიის სულისკვეთება, საქართველო იყოს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი, არის ამოცანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ყოველთვის იყო პარტიის პრიორიტერი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ქარტია დღეს არის კეთილი სურვილების დეკლარირება და მნიშვნელოვანია, რომ ქარტიის მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ პრიორიტეტების რეალიზაცია და გაცხადებული მიზნების მიღწევა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.