არქივი30 მაისი, 2024, 12:55
ნინო ბურჯანაძის პარტია უერთდება პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას”
პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა’’, რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაზეა, უერთდება პრეზიდენტის ინიცირებულ ქართულ ქარტიას.
“ქარტიის სულისკვეთება, საქართველო იყოს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი, არის ამოცანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ყოველთვის იყო პარტიის პრიორიტერი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქარტია დღეს არის კეთილი სურვილების დეკლარირება და მნიშვნელოვანია, რომ ქარტიის მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ პრიორიტეტების რეალიზაცია და გაცხადებული მიზნების მიღწევა,” – წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.