ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაზა თავაძის განცხადებით, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული

ზაზა თავაძის განცხადებით, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული

„გახარია საქართველოსთვის“ წევრს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა, ზაზა თავაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ლევან გოგიჩაიშვილს, თხემის ზემოთა ნაწილში სიწითლე აღენიშნება.
„გარეგანი დათვალიერებით ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, კერძოდ, თავის არეში. თხემის ზემოთა ნაწილი დაზიანების შედეგად, გაწითლებული აქვს“, - აღნიშნა ზაზა თავაძემ, რომელმაც ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციის განყოფილებაში ნახა.
ინფორმაციისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის მეტროსადგურ „პოლიტექნიკურთან“ თავს დაესხნენ.
პოლიტიკოსი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.
„ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებულ და რა თქმა უნდა, ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება”,- აღნიშნავენ პარტიის პრესსამსახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.