არქივი29 იანვარი, 2024, 06:23
ანა დოლიძე - პარტია „ხალხისთვის“ წევრები ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე არ დაუშვეს
„ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრები ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ დაუშვეს.
„ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე „ხალხისთვის” წევრები არ დაუშვეს. წინა დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თქმა, თითქოს შეხვედრაზე ყველა პარტია შეძლებდა დასწრებას ტყუილი აღმოჩნდა,” - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.