ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარტიამ "გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

პარტიამ "გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩვენ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პრე­მი­ერ- მი­ნისტრს და მის არა­კომ­პე­ტენ­ტურ სამ­თავ­რო­ბო გუნდს არ ჰქონ­და პა­სუ­ხე­ბი არც ერთ იმ შე­კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­სვით, - ამის შე­სა­ხებ "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პარ­ტი­ის დე­პუ­ტატ­მა ტატა ხვე­დე­ლი­ან­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ნა­ცხა­და. პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი უწყე­ბას წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა­ვენ, რომ პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდარ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს.

მისი თქმით, "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, ხოლო თავ­დას­ხმას ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, გა­მო­ძი­ე­ბა კვლა­ვაც არ და­წყე­ბუ­ლა“.

"ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც მო­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა იმ სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­სა და იმ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან 26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი აქ­ტით გან­ხორ­ცი­ელ­და ჩვენს ფრაქ­ცი­ა­ზე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც, ყვე­ლამ ნახა ეს კად­რე­ბი. ეს იყო წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ის მო­ძა­ლა­დე­ე­ბი კი, რო­მელ­თა სა­ხე­ე­ბიც ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად, პირ­და­პირ ეთერ­ში და­ი­ნა­ხა, დღემ­დე არ არი­ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. არ არის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვე­ლო­დით ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დუმს, მა­შინ, რო­დე­საც ეს ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ასე­ვე, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც მზია ამაღ­ლო­ბე­ლი ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი იმის­თვის, რომ მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ელს სილა გა­აწ­ნა, მა­შინ, რო­დე­საც ოთხი შვი­ლის დედა არის ფლო­მას­ტრით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რის გა­ფე­რა­დე­ბის­თვის ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლი. "ოც­ნე­ბა“ და­ემ­სგავ­სა ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმს. პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თალს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლით ვი­თხოვთ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხო­ვენ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში და პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას ყვე­ლა ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს "ოც­ნე­ბა“ და მისი წევ­რე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ტატა ხვე­დე­ლი­ან­მა.

ასე­ვე, ხვე­დე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­ლო­დი­ნი მცი­რეა, თუმ­ცა ისი­ნი აპი­რე­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ბერ­კე­ტი და იბ­რძო­ლონ იმ ხალ­ხის სა­ხე­ლით, "რომ­ლებ­ზეც წლე­ბია ძა­ლა­დობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

"რა მო­ლო­დი­ნი უნდა გვქონ­დეს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვხე­დავთ ბოლო წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს? ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმწვა­ვეს დარ­ღვე­ვებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია და ამა­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო სა­კუ­თარ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, თუმ­ცა ჩვენ ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ღირ­სე­ბა და უფ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა უფ­ლე­ბებ­საც არ­ღვევს დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ძა­ლა­დობს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩვენ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მის არა­კომ­პე­ტენ­ტურ სამ­თავ­რო­ბო გუნდს არ ჰქონ­და პა­სუ­ხე­ბი არც ერთ იმ შე­კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­სვით. ჩვე­ნი შე­კი­თხვე­ბი ეხე­ბო­და ანექ­სი­ის პრო­ცე­სებს, ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, სი­დუ­ხ­ჭი­რეს და ყვე­ლა იმ მწვა­ვე სა­კითხს, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს აწუ­ხებთ, ამი­ტომ ჩვენ გან­ცხა­დე­ბას შე­მო­ვი­ტა­ნეთ და ვე­ლო­დე­ბით რე­ა­გი­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ხვე­დე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 26 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი.

სი­ტყვი­ე­რი და შემ­დეგ უკვე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა, "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტის გი­ორ­გი შა­რა­ში­ძის გა­მოს­ვლას, სა­დაც მან ახ­სე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის ვი­ზი­ტი და პრე­მი­ე­რის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და: "მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა ის კად­რე­ბი, რო­გორ იდე­ქით კუ­თხე­ში, რაც მი­უ­თი­თებს თქვენს რე­ა­ლურ როლს და ად­გილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. რო­გო­რი პრე­მი­ე­რი არ ჰყო­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ ასე­თი ნამ­დვი­ლად არ ჰყო­ლია“.

სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ჯერ "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთ დე­პუ­ტატს, გიგა ფა­რუ­ლა­ვა­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ხე­ლა­ძის ჩხუ­ბით და­ი­წყო. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი ლაშა ტა­ლა­ხა­ძეც ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც გიგა ფა­რუ­ლა­ვას თა­ვის არე­ში ხელი ჩა­არ­ტყა. ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნა და­ი­წყეს, რა დრო­საც გიგა ფა­რუ­ლა­ვას არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძე და­უ­პი­რის­პირ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი. ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე დე­პუ­ტა­ტე­ბის დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატ გი­ორ­გი შა­რა­ში­ძეს, ირაკ­ლი კირ­ცხა­ლია და ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.