პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა – ფრაქცია 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, მას კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია – “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები – რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა – უმრავლესობა 89 წევრიანია და მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
სამანდატე კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის ერთიანი სიაც წაიკითხა.
“ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნეს, მათ შორის 61 წევრია იმ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ