პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა – ფრაქცია 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, მას კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია – “ქართული ოცნება“ შეიქმნა.

ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები – რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.

იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა – უმრავლესობა 89 წევრიანია და მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

სამანდატე კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის ერთიანი სიაც წაიკითხა.

“ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნეს, მათ შორის 61 წევრია იმ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)