არქივი6 თებერვალი, 2025, 15:26
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხივე წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხივე წარდგენილი კანდიდატი, ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე დაამტკიცა.
პლენარულმა სხდომამ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება. სხდომამდე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ოთხივე წევრის მოსმენა გაიმართა.
ეროვნული ბანკის საბჭოში, არც ერთი ვაკანტური თანამდებობა აღარ რჩება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.