ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო - მესამე მოსმენით, 85-ხმით ერთხმად - მიიღეს.
მიღებული ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები გაუქმდა. ის სისხლის სამართლის საქმეები კი, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავიდა.
ცვლილება ამ მიმართულებით 20 კანონში განხორციელდა.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.