– სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართე წერილობით, დაიწყოს გამოძიება სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც მომაყენა დაზიანება

პარტია „ხალხისთვის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობით მიმართა.
კერძოდ, როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება მიმდინარე წლის, 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, როდესაც დოლიძის თქმით, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზიანი მიაყენა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოცანაა, რომ როდესაც სახელმწიფო თანამშრომელი დანაშაულს ჩაიდენს, ეს დანაშაული გამოიძიოს. გემახსოვრებათ, რომ ამ წლის 11 ივნისს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზიანი მომაყენა. საპატრულო პოლიციამაც შეადგინა ოქმი და იქიდანაც უმოქმედობა ჩანს. ახლა მოვედი საგამოძიებო სამსახურში, რომ აქ შევიტანო განაცხადი და მოვითხოვო გამოძიება. რატომ ვაკეთებ ამას?! ე.წ ხელისუფლება რომ შეიცვლება, ეს ჩავარდნები ჩვენი გასაკეთებელი იქნება. ეს ყველაფერი გროვდება, სტრასბურგში მინდა წავიდეს და დავინახოთ ჩვენი სისტემური ჩავარდნები, რომლის გამოსწორებაც აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად