პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო

პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა.
„პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.
ცვლილებით განისაზღვრა, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ფლობა არ მოეთხოვებათ.
ასევე განისაზღვრა, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი; პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს.
მიღებული ცვლილების თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება, მათ შორის, წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, მათ შორის, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა