პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით - 81 ხმით მიიღო.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, კანონპროექტით იცვლება კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა. კერძოდ, 1მ3 ხრეშის, ქვიშის მოპოვებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება - 0,6 ლარით, ნაცვლად 0.2 ლარისა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანტონ ობოლაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი სამხარაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, კახა კახიშვილი, მაია ბითაძე, ედიშერ თოლორაია, ლევან ქარუმიძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.