“მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი” – პარლამენტი, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს

პარლამენტი, 9 დეკემბერს, ს დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა.

„ზურაბ ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. მან პარლამენტი ისეთ ინსტიტუციად აქცია, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა.

მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი — ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წლის 27 იანვარს 39-ე სკამიდან წარმოთქმული ისტორიული სიტყვა.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგის დროით 12 საათზე (თბილისის დროით 15 საათზე) გახდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. 

კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.

ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს