არქივი28 ოქტომბერი, 2025, 14:25
პარლამენტი 29 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს მოუსმენს

29 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მივა.
სოხაძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. მინისტრთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით 68 შეკითხვა გადაიგზავნა, რომელსაც სოხაძემ პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.
რევაზ სოხაძის ინტერპელაციის პროცედურით მოწვევა არის მინისტრის პირველი მოსმენა, რომელიც XI მოწვევის პარლამენტში გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.