არქივი23 ოქტომბერი, 2025, 12:12
პარლამენტი მომავალ კვირას, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს

პარლამენტი მომავალ კვირას, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრს კითხვებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.
„ინფრასტრუქტურის მინისტრის მიმართ ინტერპელაციის კითხვები გაგზავნილია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან არსებობს საინტერპელაციო კითხვები, რომელიც მიემართა ინფრასტრუქტურის მინისტრს და მომავალ კვირას გვექნება კიდეც ინტერპელაცია,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.