პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.
“პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი არჩევის წესით აირჩია. მომავალი პრეზიდენტს აირჩევს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ღია კენჭისყრით.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)