პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. იმისთვის, რომ იყოს 5 წლის ვადით პრეზიდენტი არჩეულია, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს –

პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. იმისთვის, რომ იყოს 5 წლის ვადით პრეზიდენტი არჩეულია, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს –
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის და ინაუგურაცია მიმდინარე წელს უნდა მოხდეს.
„არის გარკვეული გარემოებები რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. იმისთვის, რომ იყოს 5 წლის ვადით პრეზიდენტი არჩეულია, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თარიღის ჩანიშვნის შემდეგ აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან, ხმოსნისგან შედგება. მათ შორის არის პარლამენტის 150 წევრი, ხოლო მეორე ნახევარი, 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან (2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად).
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი.
ცნობისთვის, პირველად ქვეყნის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!