ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტი დღეს სუს-ის უფროსს აირჩევს

პარლამენტი დღეს სუს-ის უფროსს აირჩევს

პარლამენტი 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
2 აპრილს ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება - ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე “ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.