არქივი4 აპრილი, 2025, 10:52
პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით ანტინარკოტიკულ რეფორმას განიხილავს

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით ანტინარკოტიკულ რეფორმას განიხილავს. თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემასთან ბრძოლა მმართველი გუნდის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
სახელისუფლებო ძალის ლიდერების თქმით, ამ პროცესში სხვადასხვა უწყებაა ჩართული, რომლის შედეგად დამღუპველი შედეგები უნდა ამოიძირკვოს.
პროექტი მოიცავს ნარკორეალიზატორებისა და რეალიზაციაში ჩართული პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას. ასევე, კანონით გაიმიჯნება მიდგომები ნარკოტიკების გამყიდველების და ნარკომომხმარებლების მიმართ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.