არქივი13 მაისი, 2024, 12:51
პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქცია განახლდა
პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქცია განახლდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულ სცენაზე სიტყვით გამოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, კანონპროექტი არის რუსული, რაც ქართველი ხალხის საერთო განაცხადს, რომ ქვეყანა გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრი სახელმწიფო, ეწინააღმდეგება.
სტუდენტები, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან, აქციას ეტაპობრივად შეუერთდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.